Friday, December 14, 2012

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:,,დავით კლდიაშვილის იმერეთი"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან დავით კლდიაშვილის დროინდელ იმერელთა ყოფა-ცხოვრებას,მათ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს, ჩაცმულობას, სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა სურვილის მიხედვით გადანაწილდება დავალებები. მოსწავლეები მოიძევენ მასალებს ინტერნეტიდან დავით კლდიაშვილის დროინდელ იმერელთა ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, ჩაცმულობის, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ,
 პრეზენტაციას აკეთებენ კომპიუტერთან. აწარმოებენ გამოკითხვას მეზობლების, ახლობლების ოჯახებიდან მათი წინაპრების შესახებ იგივე საკითხებზე,რომელიც უკავშირდება გლეხთა და თავად-აზნაურთა ყოფას. ოჯახებიდან მოიძიებენ სურათებს, საყოფაცხოვრებლო ნივთებს, ტანსაცმელს პრეზენტაციისათვის. დახატავენ სურათებს დავით  კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან.  გადაინაწილებენ როლებს როლური თამაშისათვის. გააკეთებენ ინსცენირებას სასურველი ეპიზოდისას დავით კლდიაშვილის მოთხრობებიდან. სასურველია პროექტის დასაწყისში ან ბოლოს ნახონ ფილმი ან სპექტაკლი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებზე შექმნილი.

.პროექტის მიზანი: დავით კლდიაშვილის დროინდელი იმერეთის გაცნობა. მოსწავლეთათვის კვლევის, ძიების,იმიტაციის, წარმოსახვის, აღქმის, ურთიერთთანამშრომლობის უნარის გამომუშავება, გაუღვივდებათ ინტერესი


საქართველოს წარსულისადმი.

5.მონაწილეთა ასაკი: 16-17წწ.
6.ვადების ხანგრძლივობა: 2- კვირა.
7.პროექტი გამიყვანს შემდეგ შედეგებზე: XII.1 მოსწავლე ნათლად და მკაფიოდ აყალიბებს პროექტის მიზანს.
.არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
.არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს, რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას.
XII.2 აფასებს პროექტის მიზანს და მისი განხორციელების გზების, საშუალებების ადეკვატურობას.
XII.3 მარტივად , გასაგებად აყალიბებს სათქმელს.
XII.5  ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს კულტურულ-სოციალურ გარემოს.
აანალიზებს ავტორის დამოკიდებულებას ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ.
XII.10 ეფექტურად იყენებს კომპიუტერის საძიებო სისტემებს.
.მოიძიებს მასალას სხვადასხვა წყაროებიდან.
8.მნიშვნელობა-აქტუალობა: აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება დავით კლდიაშვილის დროინდელი იმერეთის გაცნობაში. შეძლებენ სხვა საუკუნის ადამიანთა ცხოვრების გათავისებას. გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
1.ისტორია-კვლევის და ძიების მეთოდით უკეთესად გაეცნობიან  წინა  საუკუნის იმერელ გლეხთა და თავად-აზნაურთა ყოფა-ცხოვრებას, ჩაცმულობას, საოჯახო ნი
ვთებს,ტრადიციებს.
ხელოვნება-ნახატების შექმნით, სპექტაკლის ან კინოს ყურებით განივითარებენ ხელოვნების ნიმუშთა შექმნის, აღქმის და წარმოსახვის უნარებს.
9. მასალა და რესურსები-კომპიუტერი,სურათები,რვეული, საწერი კალამი, კოსტიუმები, გრიმი.
შეფასება - იხილეთ რუბრიკა